გიორგი კვირიკაშვილი – ქვეყნის უსაფრთხოების დისკრედიტაციის კუთხით გამოთქმული სიტყვები ჩვენს სახელმწიფოს ასუსტებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თითოეული გამოთქმული სიტყვა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს, – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დროს გააკეთა.
“მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო, ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ სპეკულაციებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმებისა და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები