გრიგორი კარასინი მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრას ამ ეტაპზე გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველ და რუს პრეზიდენტს შორის შეხვედრა ამ ეტაპზე გამორიცხულია, რადგან ქართველები ყველა მომაკვდინებელ ცოდვას სწორედ რუსეთს აბრალებენ.
“მე აღარ გავიმეორებ სულელურ განცხადებებს, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს უბრალოდ სასაცილოა. ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს. ისინი ვერ შედგება ქართული მხრიდან არსებული მტრული და ხაზგასმული მიუღებლობის ვითარებაში. ამიტომ დავაკვირდებით და მოვლენების ანალიზს გავაგრძელებთ”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები