წერეთელზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია

   თბილისში, წერეთლის გამზირზე გუშინ, ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია – ამის შესახებ “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 1991 წელს დაბადებული არჩილ მ. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არჩილ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
“კვირას“ ინფორმაციით, გუშინ 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ “კავკასუს ონლაინის“ შესყიდვების მენეჯერმა დაჭრა.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკებისას, 31 წლის ბიჭი გუშინ, გვიან ღამით მოკლეს, მას სხეულზე ცივი იარაღით 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. სასიკვდილოდ დაჭრილმა მამაკაცმა ტაქსის გაჩერება შეძლო, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები