გორში სამხედრო მოსამსახურე მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

გორში, სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს გარდაცვალებამდე დამაძინებელი მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაძინების შემდეგ კი ოთახში ცეცხლი გააჩინეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გორში კომბინატის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა და 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცი ოთახში გაჩენილმა ცეცხლის კვამლმა გაგუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები