ჰილარი კლინტონმა ილინოისში არჩევნები მოიგო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონმა ილინოისის შტატში პირველადი პარტიული არჩევნები მოიგო. წინასწარი შედეგებით, კლინტონმა 50,3% მოაგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ბერნი სანდერსმა – 48,8%. მისურის შტატში პრაქტიკულად ყველა ხმაა დათვლილი. კლინტონმა 49,6%, ხოლო სანდერსმა 49,4% მიიღო. როგორც „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება, ასეთი მინიმალ;ური სხვაობის დროს წაგებულ კანდიდატს ხმების გადათვლის უფლება აქვს. მანამდე კლინტონმა მოიგო პრაიმერიზი ფლორიდაში, ოჰაიოსა და ჩრდილოეთ კაროლინაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები