ბელორუსიაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი დააკავეს

ბელორუსიაში დაკავებულია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლანიანი მეწარმე, კომპანია“ სერვოლუქსის“ მფლობელი ევგენი ბასკინი. ამის შესახებ ბელორუსიის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა განაცხადა. „ამ საქმეზე კომპანია „სერვოლუქსის“ თანამდებობის 15 პირია დაკავებული. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან ზარალმა 18 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის ძირითადი მფლობელი ევგენი ბასკინი აეროპორტში საზღვარგარეთ წასვლის მცდელობის დროს დააკავეს “, – განაცხადა ვაკულჩიკმა. გამოცემა „ბელაპანის“ ინფორმაციით, ბასკინი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში არის ეჭვმიტანილი. ეს დანაშაული ბელორუსიაში შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები