პოლიციელებსა და ტერორისტებს შორის ბრიუსელში ორმხრივი სროლა მოხდა

ბრიუსელის შემოგარენში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ინციდენტი ფორესტის რაიონში მოხდა, რომელიც ბრიუსელის შემოგარენში მდებარეობს. პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიცია ევროპის სხვა ქვეყნების პოლიციელებთან ერთად განაგრძობს პარიზში 2015 წლის 13 ნოემბრის ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილი პირების ძებნას, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები