რუსეთი სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს დატოვებს

რუსეთი სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ს არ გაიყვანს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განუცხადა. მისი თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო ძალები სირიაში იმის გამო დარჩებიან, რომ ამ ქვეყანაში დარჩენილი კონტინგენტის საიმედო დაცვა უზრუნველყონ.
საზენიტო კომპლექსების გარდა, ბაზაზე დარჩებიან საშუალებები ზღვიდან და ხმელეთიდან შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად.
შეგახსენებთ, რომ სირიაში С-400-ის ტიპის საზენიტო კომპლექსის განთავსების გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16-მა ჩამოაგდო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სირიიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები