მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება.
ბრიფინგის თემას პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარი ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძის დაკავების ფაქტს შეეხება.