აშშ-ს და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროში უცხოელი ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემისკოსი, მდივანი- კოორდინატორი სურსათის უვნებლობის სფეროში ზურაბ ცქიტიშვილი, კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი, აშშ-ის საელჩოს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი დემნა ძირკვაძე და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წამომადგენელი იასენ ტომოვი ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოთხოვნით მოწვეულ უნდა იქნას უცხოელი ექსპერტი სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროში მოქმედი სტრუქტურებისთვის (სამეცნიერო საბჭო, რისკის შეფასების სამსახური).
მოწვეული ექსპერტი აღნიშნულ სამსახურებს დაეხმარება ინსტიტუციურ გაძლიერებაში და კონსულტაციას გაუწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების პროცედურათა ევროპული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა/სწავლება საქართველოში არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, რისკის შეფასების სტუქტურის საინფორმაციო სისტემაში ჩართულობა და მიღებული მონაცემების რისკის შეფასების პროცესებში გამოყენების მეთოდოლოგიის გაცნობა, მონიტორინგის მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიისა და მისი სახელმწიფო კონტროლის გეგმაში გამოყენების გაცნობა/სწავლება, EFSA-სა და სხვა ქევეყნების რისკის შეფასების ინსტიტუციებს შორის კომუნიკაციის დამყარება/გაუმჯობესება, რისკის შეფასების სტრუქტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
შეხვედრისას აშშ-ს და ბულგარეთის საელჩოების წარმომადგენლებამა დახმარება აღუთქვეს ცენტრს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ს და ბულგარეთის საელჩოებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები