ბაჩო კიკაბიძე: “მაესტროს” ვერ გააჩერებენ, ვიდრე პირში სული გვიდგას

“მაესტროს” ვერ გააჩერებენ მანამ, სანამ იმ ადამიანებს, ვინც 20 წლის განმავლობაში “მაესტროს” აკეთებდა, პირში სული უდგას და ცოცხლები არიან, – ამის შესახებ შპს “ტელეკომპანია „მაესტროს” დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არცერთი წამით არ შეჩერდება მაუწყებლობა.
“სასამართლო ემსგავსება მხოლოდ შენობას, სადაც არის საოფისე ფართები. შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქირაოთ ის. მე მინდა ვთქვა, მაყურებლების და “მაესტროს” თანამშრომლების საყურადღებოდ – “მაესტროს” ვერ გააჩერებენ მანამ, სანამ იმ ადამიანებს, ვინც 20 წლის განმავლობაში “მაესტროს” აკეთებდა, პირში სული უდგას და ცოცხლები არიან. ასეთი რამ წარმოუდგენელია. შემიზღუდავენ სახელის გამოყენებას? მაუწყებლობას ვერ გამიჩერებენ. მე ილიას დამიძახებენ თუ ბაჩოს – ორივე სახელზე ვიყურები და გისმენთ. არცერთი წამით არ შევაჩერებთ მაუწყებლობას”, – აღნიშნა კიკაბიძემ.
ამასთა, როგორც კიკაბიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას დროებით შეეზღუდა “მაესტროს” სახელის გამოყენება.
“დღეს, დღისით, მზისით, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი. სასამართლომ გუშინ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და დღეს, ზეწოლის შემდეგ მიიღო მეორე გადაწყვეტილება. შემეზღუდა დროებით “მაესტროს” სახელის გამოყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს შეუზღუდო, ვიღაცის გამო თავის შვილს არ დაუძახოს სახელი, ვიდრე არ გაირკვევა. აბსოლუტური აბსურდი მოხდა. ასეთი რამ არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა”, – განაცხადა კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები