„თსუ-ს აკადემიური საბჭო და რექტორი უნდა შეიცვალოს“

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ნარჩემაშვილის თქმით, თსუ-ს მოქმედი ხელმძღვანელობის და მოქმედი აკადემიური საბჭოს პირობებში უნივერსიტეტში პროცესების დამშვიდება შეუძლებელი იქნება.
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი გახდა მსხვერპლი იმ რეჟიმისა და მმართველობისა, რომელი მმართველობაც დარჩა თსუ-ში „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. მისი თქმით, განვითარებულ პროცესებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რექტორისა და აკადემიური საბჭოს ცვლილება.
„უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არის ინდიკატორი იმისა, თუ რა შეიძლება საზოგადოებაში განვითარდეს. უნივერსიტეტი გახდა მსხვერპლი იმ რეჟიმისა და მმართველობისა, რომელი მმართველობაც დარჩა თსუ-ში „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. სამწუხაროდ, არც აკადემიურ საბჭოში, არც უნივერსიტეტის მმართველობაში არაფერი შეიცვალა. რექტორმა ვერ მოახერხა ამ ცვლილებების განხორციელება. აკადემიურ საბჭოში საეჭვო აკადემიური რეპუტაციის, საეჭვო მეცნიერული წარსულის ადამიანები მოღვაწეობენ. ადამიანები, რომლებიც, არც კი ვიცით, რა მეცნიერული დამსახურებისთვის არიან აკადემიურ საბჭოში. ამიტომ პრობლემები დაგროვდა. ეს ადამიანები, ვინც მეორე მხარეს უპირისპირდება ე.წ. თვითმართველობის სახით, გვახსოვს, ვინ არიან, რა პოზიციით გამოდიოდნენ და საიდან არიან მართულები. განვითარებულ პროცესებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რექტორის და აკადემიური საბჭოს ცვლილება. თსუ-ს აკადემიური საბჭო და რექტორი უნდა შეიცვალოს. ამ პროცესებს უკან ვეღარ დააბრუნებ. თუ არ გვინდა ეს სივრცე მარგინალების თავშეყრის ადგილად გადაიქცეს,  საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები