ვლადიმერ პაპავა: რექტორი გადადგომას არ აპირებს

რექტორი გადადგომას არ აპირებს – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავა განაცხადა.
როგორც მან პროფესორებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ძალების მხრიდან მართულია ეს პროცესები, რომლებიც უნივერსიტეტს მიიყვანს სავალალო შედეგებამდე.
„რექტორი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. ვაცნობიერებ, რას ნიშნავს, ვიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. რექტორი გადადგომას არ აპირებს. სერიოზული საკითხი წყდება. ყველას წინასაარჩევნო პერიოდში აქვს დაინტერესება, გარკვეული პოლიტიკური პროცესები მართოს და ამისთვის გამოიყენოს უნივერსიტეტი. ეს იყო და, სამწუხაროდ, ახლაც არის. აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მართული ეს პროცესები, რომლებიც უნივერსიტეტს მიიყვანს სავალალო შედეგებამდე“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.
ამასთან, პაპავა აცხადებს, რომ ქვეყნის მტრებს არეულობა აწყობთ.
„არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები, არამედ ქვეყნის მტრები, რომლებსაც აწყობთ არეულობა. მტრები შიგნითაც გვყავს და გარეთაც არიან“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები