ვასილ ჯამალაშვილი: მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონია

დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი მისი მამაა.
როგორც ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, მას და ზურაბ ჯამალაშვილს ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. ასევე ვასილ ჯამალაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მის მონაწილეობას ან კავშირს გავრცელებულ ფარულ მასალასთან.
“მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას არ ვფლობ, საერთოდ. ამ საქმესთან  არანაირი კავშირიც არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და, საერთოდ, კავშირი არ მქონია ამ ჩანაწერებთან. მე როგორც ვიცი, სოდში ან კუდში არ უმუშავია არასდროს”,- განაცხადა ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა.
ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები