ქართველი დიზაინერები კოლექციებს მოსკოვის ცენტრალურ დარბაზ „მანეჟში“ წარადგენენ

დღეს, Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს 32-ე სეზონის მორიგი ჩვენება გაიმართება. ამჯერად ქართველი დიზაინერებიდან წარმოდგენილი მოდის სახლი Salle de Mode იქნება. ბრენდი საქართველოში 2003 წელს დაარსდა და ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს მამაკაცებისა და ქალებისთვის აწარმოებს.
Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს ჩვენება 11-დან 16 მარტამდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობა ქართველი დიზაინერებიდან ასევე გოგა ნიქაბაძემ, აკა ნანიტაშვილმა და თაკო მექვაბიძემ მიიღეს. გარდა ამისა, მოსკოვის „მოდის კვირეულის“ სტუმრები საღამოს კაბების რუსული ბრენდის Portnoy Beso-ს კოლექციის ნახვას შეძლებენ, რომლის დამფუძნებელიც და კრეატიული დირექტორიც ქართველი ბესო ტურაზაშვილია. ბრენდში Portnoy Beso შერწყმულია რუსეთისა და საქართველოს არისტოკრატიული მოტივები ახლო აღმოსავლეთის არტის ელემენტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები