დიმიტრი ქუმსიშვილი: ფარული ჩანაწერის გავრცელება ამაზრზენია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მინისტრი აცხადებს, ფარული ჩანაწერის გავრცელება აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზრზენია.
მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს.
“ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის ამაზრზენი. არავის აქვს უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და, მით უმეტეს, შემდგომში ეს ადამიანი აშანტაჟოს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები