პენტაგონი თარხან ბათირაშვილის დაღუპვას ადასტურებს

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ უმარ აშ შიშანი (თარხან ბათირაშვილი) შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს დაიღუპა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ეს ინფორმაცია „სი-ენ-ენს“ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა. თარხან ბათირაშვილის და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია სირიის ქალაქ შადადისთან 4 მარტს ჩატარდა. ამერიკულმა ბომბდამშენებმა ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც „ბოევიკი“ გადაადგილდებოდა. მანამდე ამერიკული თავდაცვის უწყება ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას რამდენჯერმე ავრცელებდა, მაგრამ აზუსტებდა, რომ მისი გადამოწმება ვერ ხერხდება. ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, აშ-შიშანი დაბომბვის შემდეგ მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები