გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ ინტენსიური თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები