შსს: თსუ-ის კორპუსსა და ეზოში ვითარება კონტროლს ექვემდებარება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარატამენტის ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ.
როგორც უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველები ამ დრომდე იმყოფებიან უნივერსიტეტის შენობაში, მის შესასვლელებთან და ეზოში. პროტესტის მონაწილეთა ჯგუფებისთვის შენობაში შესვლა შეზღუდულია. უნივერსიტეტის კორპუსსა და ეზოში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები