აკადემიურმა საბჭომ ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა, თსუ-ში არ ადასტურებენ.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სამართლის დოქტორმა, ავთანდილ კახნიაშვილმა განუცხადა, თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არ განიხილა. მისი თქმით, ახლა დღის წესრიგში ვერ დადგება პაპავას იმპიჩმენტის საკითხი, რადგან უნივერსიტეტში არსებულ რთულ მდგომარეობას ეს კიდევ უფრო დაძაბავს.
კახნიაშვილი აკადემიურ საბჭოსა და სტუდენტებს შორის შუამავლის როლს ასრულებს და ამ სტატუსით ის საბჭოს სხდომას ესწრებოდა.
ავთანდილ კახნიაშვილმა დაპირისპირებულ სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პაპავა მზად, არის ერთობლივად შეხვდეს სტუდენტების ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს და უნივერსიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზები მათთან ერთად განიხილოს.
როგორც კახნიაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კანცლერის არჩევნებია აქტუალური, სადაც სტუდენტების აქტიური ჩართულობა გახდება საჭირო, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ღირსეული კანდიდატის შერჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები