რა ვითარებაა თსუ-ში – სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები ამ წუთებში რექტორის კაბინეტში შეჭრას ცდილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას დაუყონებლივ გადადგომაა. აღსანიშნავია, რომ თსუ-ში არსებული ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სტუდენტებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.
დღის პირველ ნახევარში კანდიდატურა მოხსნა კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან იმიტომ მიიღო, რომ არ სურდა დაპირისპირების ესკალაცია. გადადგომისკენ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები