ნატოს სამეკავშირეო ოფისში კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგების ციკლის მესამე ნაწილი გაიხსნა

ნატოს სამეკავშირეო ოფისში კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგების ციკლის მესამე ნაწილი გაიხსნა. ტრენინგები კიბერუსაფრთხოების ბიუროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების CSIRT და CSIRT/CC დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანი ინციდენტებზე რეაგირების მეთოდოლოგიის სრულყოფაა.
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან უსაფრთხოების აუდიტის, შეღწევადობის ტესტირებისა და რისკების ანალიზის სიღრმისეულ კონცეფციებს. ორკვირიან ტრენინგს მოწვეული ესტონელი კიბერექსპერტი უძღვება.
აღნიშნული ტრენინგები კიბერუსაფრთხოების თემაზე ტრენინგების ციკლის მესამე ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ესტონელი კიბერექსპერტების მიერ, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები