რას აცხადებდა სააკაშვილი უკანონო მოსმენებზე და რისთვის დააჯილდოვა მან მეგის ქარდავა

მინიმუმ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყება არ აწარმოებდა ფარულ გადაღებას და ფარულ მოსმენას, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ პირადის ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თაობაზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს იმას,რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს საინფორმაციო სივრცეში თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა ფარული მოსმენების დამადასტურებელი ჩანაწერები და ვიდეოკადრები.
“როდესაც საქმე მოსმენებსა და ფარულ გადაღებებზე მიდგება, ექსპერტები მაშინვე რამდენიმე გვარს ასახელებენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა ჰქონოდათ გატანილი მნიშვნელოვანი კომპრომატები მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებზე. მათ შორის არიან -ახალაია, ქარდავა, კოდუა, მესხელი… რამდენიმე დღის წინანდელ სკანდალზეც ისევ ეს გვარები ამოტივტივდა და, სხვათა შორის, გავრცელდა კიდეც სააკაშვილის 2012 წლის ბრძანება,როდესაც ის მოგვიანებით „კასრების“ ავტორად ცნობილ მეგის ქარდავას ღირსების ორდენით აჯილდოვებს.
როგორც 2012 წლის 19 მაისის საქართველოს პრეზიდენტის N19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. თუ ცინიზმია, ცინიზმი იყოს და…
“პრაიმტაიმი“ მკითხველს სააკაშვილის ერთ-ერთი ბრიფინგიდან ამონაწერსაც სთავაზობს:
„დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების. ეს არის ფაქტი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვებრძოდი მე პირადად და, რა თქმა უნდა, ყოველთვის წარმატებით არა…“ – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი.
დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მინიმუმ თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტი ამტკიცებს, თითქოს ის ებრძოდა და მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყება არ აწარმოებდა ფარულ გადაღებას და ფარულ მოსმენას.
სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს საინფორმაციო სივრცეში თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა ფარული მოსმენების დამადასტურებელი ჩანაწერები და ვიდეოკადრები. სწორედ სააკაშვილის მმართველობის პირობებში გაჩნდა საზოგადოებაში ტოტალური მიყურადების შეგრძნება. სწორედ სააკაშვილმა დაარწმუნა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომ ხელისუფლება ისმენდა, ხედავდა და კითხულობდა ყველაფერს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების სტილი იყო წინასწარ იმიტირებული დანაშაულის ფარული ჩანაწერებით დაკანონება: ასე იყო ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევაში,როდესაც გავრცელდა კადრები რესტორან „ზღაპრიდან“, გადაღებული 2011 წლის 8 მაისს, ერეკლე კოდუას და არკადი პატარკაციშვილის დიალოგი ლონდონში, 2007 წლის 23 დეკემბერს; ირაკლი ოქრუაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, 2011 წლის 23 მაისს, ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი, არკადი პატარკაციშვილის, ვანო ჩხარტიშვილის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრა და დიალოგი სუფრასთან; ყინწვისის ე.წ. შეთქმულთა საუბარი და კიდევ სხვა მრავალი… მოგვიანებით ექსპერტები დასძენდნენ, რომ ეს იყო მასალები პირთა არალეგალური გადმობირებისთვის არასადაზვერვო და სადაზვერვო ოპერაციებში“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები