როგორ იღებდა ინტიმურ კადრებს სააკაშვილის ხელისუფლება

რომელი უწყებები გვისმენდნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს? ვინ გვიღებდა და რას კითხულობდნენ? რამდენად უსაფრთხოა კომპიუტერული პროგრამები? როგორ ხდებოდა ელფოსტის კოპირება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი პირად ცხოვრებაში გარეშე პირების ჩარევისგან.
„პრაიმტაიმი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„ვის და რისთვის აჯილდოვებდა სააკაშვილი? როდესაც საქმე მოსმენებსა და ფარულ გადაღებებზე მიდგება, ექპერტები მაშინვე იმ რამდენიმე გვარს ასახელებენ, რომელებსაც, სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთ უნდა ჰქონოდათ გადატანილი მნიშვნელოვანი კომპრომატები მნიშვნელოვნ პოლიტიკურ ფიგურებზე. მათ შორის არიან: ახალაია, ქარდავა, კოდუა და მესხელი… სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაჩნდა საზოგადოების ტოტალური მიყურადების შეგრძნება და სწორედ სააკაშვილმა დაარწმუნა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომ ხელისუფლება ისმენდა, ხედავდა და კითხულობდა ყველაფერს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების სტილი იყო წინასწარ იმიტირებული დანაშაულის ფარული ჩანაწერებით დაკანონება.
ასე იყო ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევაში, როდესაც გავრცელდა კადრები რესტორან „ზღაპრიდან“ გადაღებული, 2011 წლის 8 მაისს, ერეკლე კოდუას და არკადი პატარკაციშვილის დიალოგი ლონდონში, 2007 წლის 23 დეკემბერს. ირაკლი ოქრუაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც 2011 წლის 23 მაისს გავრცელდა. ასევე ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი, არკადი პატარკაციშვილის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრა და დიალოგი სუფრასთან, ყინწვისის ე.წ. შეთქმულთა საუბარი და კიდევ მრავალი სხვა.
ვინ ვის და რა საშუალებით უსმენდა? სკაიპი 2003 წელს შეიქმნა ესტონეთში და მისი პროგრამული უზრუნველყოფის ავტორები ასევე ესტონელები არიან. 2005 წელს „მაიკროსოფტმა“ ის 8 მილირდ დოლარად შეიძინა, რითაც მისი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სკაიპი მილიარდზე მეტ მომხმარებელს ითვლის. მითი სკაიპის უსაფრთხოების შესახებ პირველად ეგვიპტელმა სპეცსამსახურებმა დაანგრიეს,როდესაც ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის კონტრდაზვერვის სამსახურის ელექტრონული შეღწევის დეპარტამენტში სკაიპით დაჭერილი რამდენიმე ასეული ზარის ჩანაწერი ინახებოდა. ამას გარდა, ცნობილია, რომ სკაიპის მოსმენაზე ოფიციალური უფლება მოიპოვა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი „მაიკროსოფტს“ ბაზის დახურვით ემუქრებოდნენ. „მაიკროსოფტი“ ამ ინფორმაციას უარყოფდა. პრესამ მაშინვე გამოხატა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ „მაიკროსოფტმა“ სკაიპის შეძენის შემდეგ ის თავის სერვერზე გადაიტანა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა სკაიპის მოსმენას და კითხვას „მაიკროსოფტის“ შეხედულებებისამებრ. აღსანიშნავია, რომ „პრაიმტაიმის“ სტატიაში საუბარია მოსმენის სხვა მექანიზმებზეც. მათ შორის: “ვოთსაფზე“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და „ვაიბერზე“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები