ძებნილი მეგის ქარდავა – „მხედრიონელია“?!

    ზუგდიდის N 4 საპყრობილის ყოფილი უფროსის, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის ომეხ ხარჩილავას ინფორმაციით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ორგანიზაცია „მხედრიონის“ ყოფილი წევრი იყო.

„მეგის ქარდავა არის როლანდ ახალაიას შვილობილია. სხვათაშორის, მეგის ქარდავა „მხედრიონელია“ და იმ „მხედრიონშიც“ როლანდ ახალაიას რჩევითა და მითითებით შევიდა, რათა მისი ფარი ყოფილიყო და არავის დაეყაჩაღებინა. მეგისის მამა ადრე „გაიში“ მუშაობდა და როლანდთან მეგობრობდა. არადა, მეგის ქარდავა „მხედრიონში“ ყოფნის დროს სამხარეო პოლიციის უფროსმა სერგო ჩაჩიბაიამ მანქანის ქურდობისთვის დაიჭირა“, – აცხადებს ომეხ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

ომეხ ხარჩილავას ინფორმაცია „კვირამ “ ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრთან დოდო გუგეშაშვილთან გადაამოწმა. მან ომეხ ხარჩილავას ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. „მეგის ქარდავა „მხედრიონის“ წევრი არადროს ყოფილა და არცერთ ჩვენგანს პირადი ნაცნობობაც კი არ აკავშირებს. ყველა უვარგისს „მხედრიონის“ წევრობას რატომ აკერებენ?! ძალიან მიკვირს“, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები