„თედეევს ციხეში იმიტომ ტოვებენ, რომ ძველი ხელისუფლების დანაშაულების შესახებ ბევრი რამ იცის“

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.
პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.
ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საყურადღებო გარემოებად მიაჩნია ის, რომ გათავისუფლებულებს შორის არ არის პატიმარი ალექსანდრე თედევი. როგორც მაისაია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, თედეევი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა დღეს დააპატიმრა,რადგან მაშინდელი კონტრდაზვერვის უფროსი, ვინმე ჟღენტი, პირდაპირ სთხოვდა მას, შესულიყო ცხინვალში და მოეწყო ტერაქტები, რაზეც თედეევმა უარი თქვა.
“ციხეში რჩება პატიმარი ალექსანდრე თედევი. ის სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა დღეს დააპატიმრა,რადგან მაშინდელი კონტრდაზვერვის უფროსი, ვინმე ჟღენტი, პირდაპირ სთხოვდა მას, შესულიყო ცხინვალში და მოეწყო ტერაქტები,რაზეც თედეევმა უარი თქვა, ამიტომაც დააპატიმრეს და 19 წელი მიუსაჯეს. თუ ტერორისტები გამოუშვეს, ისიც ხომ უნდა გამოეშვათ? ეს ბევრ კითხვას ბადებს. ციხეში იმის გამო ხომ არ ტოვებენ, რომ მან ბევრი რამ იცის იმ კრიმინალური დანაშაულების შესახებ, რომლებიც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილის სპეცცამსახურებმა“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.
შერიგებისა და სამოქალაქოს თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თედეევის გათავისუფლებაზე მარიონეტულმა რეჟიმმა უარი თქვა.
„თედეევის გათავისუფლება არავის მოუთხოვია, ჩვენ მათ ეს გვარიც დავუსახელეთ, მაგრამ, თქვეს, არ გვინდაო. ოსური მხარე ამ 4 პირის გარდა არავის ითხოვდა. საქართველოს ციხეებშიც უამრავი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ოსია, მათი გათავისუფლება არავის მოუთხოვია“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები