ელჩი: ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. მისივე თქმით, საელჩო და საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
„არავითარი შეტყობინება, ამ დროისთვის, არც საქართველოს მოქალაქეების და არც შესაბამისი ორგანოების მხრიდან, საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების შესახებ საელჩოში ჯერჯერობით შემოსული არ არის. მე მინდა ვთხოვო ახლობლებს, რომელთა ოჯახის წევრები არიან ანკარაში, წინასწარ ნუ შეშინდებიან, თუ კავშირზე ვერ გავლენ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ მომენტისათვის როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტკავშირზე გასვლა”, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები