დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, კიდევ უფრო მეტი ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია. პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყნის მთავრობას. ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი ბოროტება და პრობლემაა, რომელსაც საერთო ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ. ტერორისტული აქტის მსხვერპლი კი დანაკარგია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის დადასტურება, რომ ამ მძიმე წუთებში ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები