ნოდარ ხადური: თანავუგრძნობ თურქ ხალხს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
“კიდევ ერთი ტრაგედია და ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, რომელიც ტერორისტთა უგუნურ ქმედებას შეეწირა – ძალიან მძიმეა ეს ყოველივე. თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, რომელთა სულიერი მდგომარეობა ამ წუთებში ძალიან მძიმეა. თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა გასულ თვეში მომხდარი ტერაქტის შედეგებს გლოვობს. თუმცა, იმედი მაქვს, თურქეთის ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შეძლებს, აღკვეთოს ტერორისტული აქტების განმეორება საკუთარ ქვეყანაში,” – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 32, ხოლო დაშავებულია 125 უდანაშაულო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები