“ბი-ბი-სი”: ანკარაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25 ადამიანს აღემატება (ვიდეო)

ანკარაში მომხდარი აფეთქების შესახებ “ბი-ბი-სი” ინფორმაციას ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.  ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მინიმუმ 25 ადამიანია გარდაცვლილი, 75-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  აფეთქებამდე ისმოდა სროლის ხმაც.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით  19.45  წუთზე,  თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა.   ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექიმები და მაშველები იმყოფებიან. ტერიტორიას აკონტროლებენ ადგილობრივი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
“ევრონიუსის” ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

https://www.youtube.com/watch?v=D6c2EVQRCbQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები