ოდესაში ათეულობით ათასი ადამიანი სააკაშვილის გადადგომას ითხოვს

ოდესაში გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ. მოთხოვნას ხელი 35 ათასმა ოდესის მცხოვრებმა მოაწერა. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გრძელდება 3 მარტს დაწყებული აქცია, რომლის ლოზუნგია: “გააძევეს საქართველოდან – გავაგდებთ ოდესიდანაც”. ხელმომწერები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდესისთვის არაფერი გაუკეთებია.
ოდესაში 20 კარავია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლიათ. გამოცემის ცნობით, სააკაშვილის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეფორმების გაჭიანურება გამოწვეულია ღია საბოტაჟით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები