დათა ახალაიას ადვოკატი გირგვლიანის მამას თანამშრომლობას სთავაზობს

  სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთი ბრალდებულის – კუდის ყოფილ უფროს დათა ახალაიას ადვოკატმა მოკლულის ოჯახს თანამშრომლობას შესთავაზა.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, ოჯახთან ერთად დაადგინოს, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სანდრო გირგვლიანი.
„მე მოვუწოდებ სანდრო გირგვლიანის მამას თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე და ერთად გავარკვიოთ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 15 საათზე დიწყება. საქმეში, დათა ახალაიასთან ერთად, ვანო მერაბიშვილი, ოლეგ მელნიკოვი და ვალერიან მეტრეველი არიან ბრალდებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები