რას აცხადებდა ფარულ კადრებზე 3 წლის წინ ქარდავას სახელით მისი ადვოკატი (ვიდეო)

2013 წლის 15 აპრილს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ,რომელშიც საუბარია იმაზე თუ როგორ ემუქრება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნი მეგის ქარდავა პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ვიდეომასალებს გაასაჯაროვებს, სოციალურ ქსელში კვლავ განხილვის საგანი გახდა.
თემამ მას შემდეგ შეიძინა აქტუალობა, რაც რამდენიმე დღის წინ, ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.
სამი წლის წინ მეგის ქარდავას სახელით გავრცელდა განცხადება, რომ ის პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ვიდეომასალებს გაასაჯაროვებდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ბავშვობის მეგობარ ბაჩო ახალაიას არ გაათავისუფლებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები