როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი ტემპერატურა და ნალექია მოსალოდნელი.
“ხვალ ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, 15 მარტიდან კი ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მომდევნო დღეების განმავლობაში, ჰაერი მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელ-ჭექით, მაღალ მთაში თოვლი, იქროლებს ცვალებადი მიმართუილების ქარი“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები