მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში მეგის ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის რანგში, 2012 წელს მეგის ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დოკუმენტაცია ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.
როგორც 2012 წლის 19 მაისის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
11993998_959903884099637_448923110_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები