თამარ სანიკიძე: უნივერსიტეტის მმართველობა არც თუ ისე ეფექტურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას

უნივერსიტეტის მმართველობა, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია უნივერსიტეტში ნორმალურ საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე, არც თუ ისე ეფექტურად ართმევს თავს მოვალეობას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ვადევნებ თვალყურს იმ პროცესებს, რაც შემიძლია დავინახო. უნივერსიტეტის მმართველობა, აკადემიური საბჭოს სენატი, რექტორი, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია უნივერსიტეტში ნორმალურ საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზე, არც თუ ისე ეფექტურად ართმევს თავს მოვალეობას. ეს არის შემაშფოთებელი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, იგი მზად არის სტუდენტებს ნებისმიერ კითხვაზე უპასუხოს.
„საჭიროების შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ჩემთან შეკითხვები ექნებათ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში შემიძლია მათთან საუბარი, მაგრამ ვერ და არ ჩავერევი იმ საკითხებში, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობის ფარგლებშია მოსაგვარებელი“, – აღნიშნა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა გრძელდება. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები