“ვიზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება”

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების გამო, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ვიზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება. ნამდვილად მძიმეა და არასასურველი რამ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იქნება გამოძიებული აუცილებლად და აღიკვეთება ის, რომ მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები