ლადო პაპავა: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი ყველაზე ნაკლებად რექტორს აწყობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
პაპავამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები ყველაზე ნაკლებად თავად რექტორს აწყობს.
“როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი”, – განაცხადა ლადო პაპავამ.
რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილის საბჭოსთან შეხვედრა საბჭოს წევრების სურვილის შესაბამისად შედგება.
“გაფრინდაშვილმა საბჭოსთან შეხვედრა ისურვა, მე დავეკითხები საბჭოს და თუ ისინი მოისურვებენ, ეს შეხვედრა შედგება”, – განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, სანამ სიტუაცია არ გამწვავდა “ერთი პიროვნება” პრობლემას არ წარმოადგენდა.
“სანამ არ გამწვავდებოდა სიტუაცია, ერთი პიროვნება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. როცა სიტუაცია გამწვავდა, მთელი უნივერსიტეტი ამაზე ალაპარაკდა, ბუნებრივია, შეიქმნა პრობლემა”, – აღნიშნა რექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები