გიორგი პაპუაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის მიწვევით, იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პაპუაშვილი ვენეციის კომისიის 106-ე პლენარულ სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსთან, რუსეთთან, პოლონეთთან, ალბანეთთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები განიხილება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის ბიუროს მეათე შეხვედრას დაესწრება, სადაც საუბარი შეეხება მსოფლიო კონფერენციის მომავალ შეხვედრას და იქ მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები