ნაძალადევში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ცეცხლი კერძო ტიპის სახლს მოედო. დამწვარია 75 კვადრატული მეტრი ფართი.
როგორც “კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო ეკიპაჟი, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები