პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო დღეს ინტერნეტით გავრცელებულ მასალას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
„მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნეს აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და, შესაბამისად, დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე თითოელი პირი. ამავდროულად, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა აღნიშნული დანაშაულის მიმართ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, არათუ ხელი არ შეუწყოთ ასეთი ტიპის დანაშაულის გავრცელებას და ტირაჟირებას, არამედ, ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი საზოგადოებას, რომ შეუძლებელია მოხდეს რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები