გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის საინჟინრო კორპორაციის – CMEC-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC-ის (China Machinery Engineering Corporation) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„საუბარი შეეხო ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებს, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა „ახალი აბრეშუმის გზის” მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმას, რაც ასევე დაკავშირებულია „აბრეშუმის გზის” დიდ პროექტთან.
საინჟინრო კორპორაცია პროექტებში მონაწილეობით დაინტერესდა. დელეგაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მიმართულებით CMEC-ის გააჩნია დიდი გამოცდილება. მისივე თქმით, კორპორაცია ასევე იმუშავებს ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC-ი ჰონკონგის საონდო ბირჟაზე ვაჭრობს და ევროპაში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიად ითვლება. China Machinery Engineering Corporation საინვესტიციო პროექტებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები