მეჭიაური ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაური ქორწინების თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე საუბრობს.
მისივე განცხადებით, ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ზოგიერთს გაუჩნდათ სურვილი, ესარგებლა იმით, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს და ეჭვქვეშ დაეყენებინა საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც დაფიქსირებულია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„იყო მცდელობა, საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გაუქმებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მცდელობა მომავალში კვლავ იყოს. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვფლობთ ხალხის განწყობას – გაჩნდა შიში, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცის მიერ საკანონმდებლო ნორმა გაუქმდეს და ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს. იმისთვის, რომ გავფანტოთ ეჭვები, იმისთვის, რომ ნაკლებად იყოს უარყოფოთი მუხტი დასავლეთის მიმართ, რადგან ზოგიერთი ცდილობს, მაინცდამაინც ეს თემა დააკავშიროს დასავლეთს, თითქოსდა, ასეთი ფასეულებით მივდივართ ევროპაში – ამ საკითხით სპეკულაციას ერთხელ და საბოლოოდ რომ წერტილი დაესვას, შესაბამისი ჩანაწერის კონსტიტუციაში დაფიქსირება პრობლემას მოხსნის“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები