“უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ვიზიტის თარიღი”
უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ვიზიტის თარიღი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მაღალი დონის ვიზიტებზე მუშაობს, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტზე.
“თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია გითხრათ. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამ ვიზიტის თარიღი. გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. ის მხოლოდ ერთხელ გავლით იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან გაერო არის ის ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი”, – განაცხადა ზალკალიანმა.