„თსუ-ში ვითარება უნდა დარეგულირდეს, რათა არასწორი პრეცედენტების დამკვიდრებას ადგილი არ ჰქონდეს”

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მორის შალიკაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ გააჩნია. მისივე განაცხადებით, მსგავსი საკითხის განხილვა თსუ-ში ჯერ არ ყოფილა.
შალიკაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ მოხდეს ვიტარების სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საპროტესტო აქცია და გაიმართოს არჩევნები, რაშიც პაპავას ამ საკითხში საკმაო პასუხისმგებლობა ეკისრება.
შალიკაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ში არასწორი პრეცედენტის დაშვება დაუშვებელია.
„რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. საუნივერსიტეტო საზოგადოებისგან მსგავსი არაფერი მომისმენია, თუმცა ერთი ფაქტია, რომ პაპავას პასუხისმგებლობა ამ საკითხში ნამდვილად იკვეთება. თსუ-ში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, ხოლო ლეგიტიმურ ორგანოს საბჭოს უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს. სტუდენტურ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება მიუღებელია და ეს მალე უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნლოვანია, რომ ამან მიიღოს სწორი სამართლებრივი სახე, რათა არასწორი პრეცედენტების დამკვიდრებას ადგილი არ ჰქონდეს, რადგან, თუ ეს მოხდა, ეს ყოველთვის პრობლემური საკითხი იქნება. ეს პროცესები მოლაპარაკებეის გზით უნდა მოგვარდეს“,-განაცხადა შალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები