თეა წულუკიანი: მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება. მინისტრი იმედოვნებს, რომ სტუდენტები და რექტორი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან.
“მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები