ბან გი მუნმა თურქეთში გაზეთ „ზამანის” დარბევა მკაცრად გააკრიტიკა

გაზეთ „ზამანის” მმართველობის ჩაბარებასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან გი მუნმა განცხადება გააკეთა და თურქეთს ადამიანის უფლებათა მოვალეობებთან მიმართებაში იმ დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა, რომელზეც თვითონაც ხელი აქვს მოწერილი.
“თურქეთის ოფიციალურ პირებს, თურქეთის ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესაბამისად აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მომიტინგეების მიმართ პატივისცემისკენ მოვუწოდებ”,- განაცხადა ბან გი მუნმა.
ბან გი მუნის განცხადებაში, სადაც პირდაპირ თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, აღნიშნულია, რომ დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ იდეების და აზრის გამოხატვა რამდენად მშვიდ გარემოშია შესაძლებელი, თუნდაც ეს კრიტიკული იყოს. გენერალური მდივნის, ბან გი მუნის განცხადებამდე ორი საათით ადრე კი სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა, განაცხადა, რომ ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგები არიან.
“ჟურნალისტების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათზე განხორციელებული ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგი ვართ. პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ”,- განაცხადა ფარჰან ჰაკმა.
პარასკევს პოლიციის მიერ გაზეთ ″ზამანის″ დარბევის შემდეგ გაერო შეშფოთებას გამოთქვამს. “ჩვენ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მედიისთვის თავისი მოვალეობის შესრულების შეზღუდვის გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები