“გაფრინდაშვილი თვლის, რომ რადგანაც აკადემიურმა საბჭომ მას ნდობა გამოუცხადა, მას არ უნდა, რომ უღალატოს ამ ნდობას”

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ კანცლერად არჩევამდე სტუდენტებთან სალაპარაკო არაფერი აქვს და მათთან მას შემდეგ ითანამშრომლებს, რაც კანცლერად აირჩევენ, – აღნიშნული საკითხის შესახებ თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც რექტორის კომენტარიდან ირკვევა, გაფრინდაშვილი არც კანდიდატურის მოხსნას არ გეგმავს.
„აკადემიურმა საბჭომ შეარჩია გაფრინდაშვილის კანდიდატურა, ახლა კი სენატმა უნდა უყაროს კენჭი. რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს უნივერსიტეტი? უნივერსიტეტს დღეს რაიმე დათმობაზე წასვლა არ შეუძლია, რადგან ჩიხიდან ამოვვარდებით.
გაფრინდაშვილი თვლის, რომ რადგანაც აკადემიურმა საბჭომ მას ნდობა გამოუცხადა, მას არ უნდა, რომ უღალატოს ამ ნდობას. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მზად იქნება, მუდმივ რეჟიმში იმუშაოს სტუდენტებთან და შეხვდება მათ იმ შემთხვევაში, თუ ის კანცლერად აირჩევა. თუ ის კანცლერად არ აირჩევა, ამბობს, რომ „რაზე უნდა იყოს საუბარი მათ შორის“, – განაცხადა ლადო პაპავამ.
პაპავას თქმით, სტუდენტები ეწინააღმდეგებიან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, რადგან თვლიან, რომ გიორგი გაფრინდაშვილი, როგორც სტუდენტური თვითმართველობის ყოფილი წევრი, ხელს აფარებდა სტუდენტების დარბევას და ცემას 5 წლის წინ. თუმცა ყველამ უნდა სცეს პატივი უდანაშაულობის პრეზუმფციას“,- განაცხადა პაპავამ.
რაც შეეხება გაფრინდაშვილის „ოდეერობის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პაპავა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. პაპავას განცხადებით, ორშაბათს, 5 საათზე, სენატი სტუდენტებთან შესახვედრად მზად არის. სამშაბათს კი სენატი მზადაა, თვითმართველობის წევრებს შეხვდეს. რაც შეეხება კანდიდატის შეცვლის შესაძლებლობას, თსუ-ს რექტორის თქმით, დღეს აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლის უფლება და ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები