დავით ბერძენიშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. უმრავლესობის წევრმა სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა აღუთქვა.
სტუდენტებმა ბერძენიშვილს სთხოვეს, რომ უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს. ამასთან, სტუდენტებისა და დავით ბერძენიშვილის შეხევედრის დროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩაერია, რასაც სტუდენტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილის მისამართით საყვედური გამოთქვა, თუ რატომ მოვიდა ის სტუდენტებთან და რატომ ცდილობს პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. სტუდენტებმა ადმინისტრაციის წარმომადგენელს უთხრეს, რომ მათ ნაცვლად ნუ აკეთებს ადმინისტრაცია კომენტარს, რის შემდეგაც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტერიტორია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები