ბარაკ ობამამ ახსნა, რატომ არ იომებს აშშ უკრაინის გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყება შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას ძალზე სასტიკად მოექცა, ქვეყანას, რომელიც “რუსეთის კლანჭებიდან გაღწევას ცდილობს“.
ამასთანავე, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას კვლავ არ გამორიცხავენ. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან ახალი შეტევის შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას უფრო მომზადებულები შეხვდნენ და რუსეთმა იცოდეს, რომ „ეს პროვოკაცია მას ძვირი დაუჯდება“. ის, რომ აშშ ომში არ ჩაერევა, ობამამ იმით ახსნა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან ხისტი პოზიციის დაკავება უკუეფექტს იწვევს, რასაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები ცხადყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები